აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას სთხოვს, მკაცრი რეაგირება გამოხატოს ჩინეთის მთავრობის მიმართ სინჯიანგში არსებულ მასობრივი დაკავებების ცენტრებზე.
"უიგურთა ადამიანის უფლებების პოლიტიკის აქტი" მოუწოდებს თეთრ სახლს მიიღოს კონკრეტული ზომები ე.წ.გადამზადების ბანაკებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, კანონპროექტი "უსაფუძვლოდ ჩირქს სცხებს ჩინეთის მიერ განხორციელებულ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და დერადიკალიზაციის მცდელობებს".
"ამას არაფერი კავშირი არ აქვს ეთნიკურობასთან, რელიგიასთან ან ადამიანის უფლებებთან. ეს არის ძალადობის, ტერორიზმის და სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლა",- აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ, მედიამ ჩინეთის მთავრობის საიდუმლო დოკუმენტები მოიპოვა. დოკუმენტების მიხედვით, ასიათასობით უიგური, რომლებიც ე.წ. გადამზადების ბანაკებშია განთავსებული, სრულ ფიზიკურ თუ გონებრივ კონტროლს განიცდის.