ტაილანდში ზებრა-გადასასვლელები დახატეს, რომელიც ოპტიკურ ილუზიას ჰქმნის, რომ თითქოს მასზე ბავშვები გადადიან. გადასასვლელები მოხალისეთა ჯგუფის ნამუშავარია, რომელთაც სურთ გზები ფეხით მოსიარულეთათვის უფრო უსაფრთხო გახადონ. ერთ-ერთი მსგავსი ზებრა-გადასასვლელი ბანგკოკის გარეუბანში ერთ-ერთ სკოლასთანაა მოწყობილი. პროექტი ტაილანდის მთავრობის შემნახველმა ბანკმა დააფინანსა.
მსგავსი გადასასვლელი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში კიდევ 6 სკოლასთან და სალოცავთან მოეწყო. ტაილანდის ეროვნული ჯანდაცვის უსაფრთხოების ოფისის ცნობით, ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის მანძილზე, ავტომობილის შეჯახების შედეგად 900 ადამიანი დაიღუპა.