ვაკო გვილიამ თავი ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა, ექსტრაკლასას შემდეგ ამჯერად უკვე პოლონეთის თასზე. „ლეგია“ 1/8 ფინალში ლეჩნას „გურნიკს“ ეწვია და ადვილად, 2:0 იმარჯვა. ვარშაველთა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ნახევარმცველი, რომელმაც ორივე გოლში მნიშვნელოვანი როლი დაიდო. მე-40 წუთზე ახლო დისტანციიდან შეძლო ბურთის მეტოქის კარში გადაგზავნა, ხოლო 48-ე წუთზე ხოსე კანტემ მისი გადაცემის შემდეგ დაამუშავა ბურთი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. შედეგად, „ლეგია“ მეოთხედფინალში გავიდა და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს. ქართველი მოედანზე 76 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და შემდეგ შეცვალეს. შეგახსენებთ, რომ გვილიამ მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა.