ოპოზიცია მათ მიერ შემუშავებულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებულ კანონპროექტს სახალხო დამცველს უგზავნის და შუამდგომლობას სთხოვს, რათა დოკუმენტი ექსპერტული დასკვნისთვის ეუთო/ოდირს გადაუგზავნოს. გარდა ამისა ოპოზიცია უახლოეს დღეებში აპირებს რომ კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრიროს. როგორც ისინი ამბობენ, ე.წ. გერმანული მოდელი სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან და ახლა ჯერი ხელისუფლებაზე და მმართველ გუნდზეა.