უგო ჩავესი - ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც გაერთიანებული ერების დარბაზში მოინათლა, ადამიანი, რომლის გამოსვლაც ეგზორციზმს მოგაგონებდათ. ეს, მაშინ, დელეგატებს კიდევ გაუმართლათ, რადგან უგო ჩავესს მარტივად შეეძლო თავისი გამოსვლა მეტად მრავალფეროვანი სიმღერით - ხმლის ქნევით - ბეისბოლის კეტით - ან გიტარით გაემდიდრებინა. მის არსენალში უამრავი ეპატაჟური ილეთია, რამაც საბოლოოდ იგი სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ, ცნობილ ლიდერად აქცია. ის ერთადერთია მმართველებს შორის, რომელსაც ოფიციალურად თავისი რადიოსადგური და ტელეგადაცემა ჰქონდა და ყოველ კვირას პირდაპირ ეთერში მთელს ქვეყანას ესაუბრებოდა.