საერთაშორისო კომპანია International SOS-ი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამოგზაურო დაზღვევის სფეროში მუშაობს, 2020 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს ასახელებს.
კვლევისას კომპანია უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კრიტერიუმს ითვალისწინებს. მათ შორისაა კრიმინალის დონე, ასევე სამედიცინო და საგზაო უსაფრთხოება. International SOS ქვეყნებს მონაცემების მიხედვით 5 კატეგორიად ყოფს: უმნიშვნელო, დაბალი, საშუალო, მაღალი და ექსტრემალური რისკის მქონე.
2020 წლისთვის ტურისტებისათვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ათეულში ხვდებიან: დანია, ფინეთი, გრენლანდია, ისლანდია, ნორვეგია, სლოვენია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, ავსტრალია და ახალი ზელანდია.
აღსანიშნავია, რომ International SOS-ის კვლევის მიხედვით, საქართველო დაბალი რისკის მქონე ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა.