საქართველოში დაზღვეული ავტომანქანების რაოდენობა 16,2%-ით გაიზარდა. კერძოდ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 1-ლი 9 თვის მდგომარეობით, ავტომანქანის დაზღვევის 92 ათას 917 პოლისია გაცემული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12 ათას 957 პოლისით მეტია.
ამავე სტატისტიკით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში, ავტოდაზღვევიდან მოზიდული პრემია სულ 84 მილიონ 380 ათას ლარს შეადგენდა.
ამასთან, პრემიის 26% ანუ 21 მილიონ 700 ათასი ლარი - ,,თიბისი დაზღვევაზე“ მოდის, 20% ანუ 16 მილიონ 750 ათასი ლარი - „ალდაგზე”, 17% ანუ 14 მილიონ 870 ათასი ლარი ,,ჯი პი აი ჰოლდინგზე”, 5%-5% “არდისა“ და „ირაოზე“, 27% კი ყველა დანარჩენ სადაზღვევო კომპანიაზე ნაწილდება.