ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქციებს უწესებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის ჰუა ჩუნინგის ინფორმაციით, "შტატების გაუაზრებელი საქციელის" გამო, პეკინი აღარ განიხილავს შეერთებული შტატების სამხედრო გემების ჰონგ-კონგში შესვლას. სანქციები შეეხება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომელიც "ბოლოდროინდელი არეულობის დროს ცუდად იქცეოდნენ", მათ შორის Human Rights Watch-სა და NED-ს.
"ჩინეთი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს გამოასწოროს შეცდომები და შეწყვიტოს ჰონგ-კონგის ისევე როგორც ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევა",- განაცხადა ჩუნინგმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, რამაც ჩინეთის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.