მგონია, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს. ჩვენს ქვეყანაში ცოტა რთულად არის ეს ამბავი - გაურკვეველია, რა ლოგიკით იწყალებენ და რა ლოგიკით არ იწყალებენ,-ამის შესახებ ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს. მეუფე ნიკოლოზის აზრით, პრეზიდენტი ბრალდებულ დეკანოზს შეიწყალებს. კითხვაზე, რომ სინოდს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის შეწყალების თაობაზე ამ დრომდე ოფიციალურად არ მიუმართავს, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ საკითხს "მოიკითხავს". მეუფე ნიკოლოზის აზრით, მას არ ჰგონია,რომ დეკანოზის არ შეწყალების მიზეზი ეს იყოს.