შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირი ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულში, სხვადასხვა დროს 4 საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. პოლიციამ მოპარული ნივთების დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. ამასთან გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა მარნეულში კიდევ 3 სახლი გაქურდა.