ქუთაისში „ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მმართველი პარტიის მხარდამჭერები ოპოზიციური პარტიის ოფისთან მივიდნენ, კვერცხები და ცოცხები მიიტანეს და შენობას დაუშინეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დაპირისპირების განმუხტვა სამართალდამცველების ჩარევის შედეგად მოხერხდა. ცნობისთვის მანამდე დაპირისპირება მოხდა "ქართული ოცნების" ოფისთანაც, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრები მმართველი პარტიის ოფისის „დასაბოქლომებლად“ მივიდნენ.