პარლამენტის მიმდებარე - ჩიტაძისა და ზუბალაშვილების ქუჩები, ასევე უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე შესასვლელი პოლიციას რკინის კონსტრუქციებით აქვს ჩაკეტილი. ჩაკეტილია ასევე მთავრობის ადმინისტრაციიდან ჩიტაძეზე ჩამოსასვლელი ქუჩაც. რაც შეეხება ჭიჭინაძის ქუჩას, იქ რკინის კონსტრუქციები არ დგას, თუმცა პარლამენტის შესასვლელ ჭიშკართან 30-მდე პოლიციელია მობილიზებული.
9 საათიდან პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები რკინის კონსტრუქციებზე აბრახუნებდნენ და სკანდირებდნენ. მათი თქმით, პოლიციამ და მთავრობამ თავად მოახდინა საკუტარი თავის პიკეტირება