მკლევარების დიდი საერთაშორისო ჯგუფი, კანადელი მეცნიერების ხელმძღვანელობით მოსახლეობას, რომლებიც მოიხმარენ წითელ ხორცსა და ხორცის გადამუშავებულ პროდუქტებს, ურჩევენ გააგრძელონ მათი მიღება მშვიდად და ნუ შეეშინდებათ უარყოფითი შედეგების.
ეს დასკვნა ეწინააღმდეგება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მრავალი გაიდლაინის მიმდინარე რეკომენდაციებს, რომელთა თანახმად ღორის, საქონლისა და ცხვრის ხორცის, ასევე სოსისების, ძეხვისა და ლორის მოხმარება მინიმუმამდე უნდა შემცირდეს, რადგანაც აღნიშნული პროდუქტები მნიშვნელოვნად ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ტიპი- 2 დიაბეტისა და კიბოს განვითარების რისკს. კვლევის ავტორებმა ჩაატარეს კვლევა,რომელიც ეხებოდა წითელი ხორცისა და მისი გადამუშავების პროდუქტების ზემოქმედებას გულ-სისხლძარღვთა, ცვლითი და ონკოლოგიური დაავადებების რისკზე. ზოგადად კვლევები მოიცავდა 4 მილიონზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას. შედეგად მეცნიერებმა ვერ ნახეს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი ხორცის მოხმარებასა და მძიმე ქრონიკული დაავადებების რისკს შორის.