იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს სხდომაზე რუპორით მივიდა. როგორც ჯანეზაშვილმა განმარტა ის გეგმავს რუპურის გამოყენებას, ვინაიდან საბჭოს მდივნის გადაწყვეტილებით საბჭოს წევრებს მისი ნებართვის გარეშე მიკროფონის ჩართვის საშუალება არ ეძლევათ.
ამასთან, ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ რუპორს აქვს როგორც პრაქტიკული, ასევე სიმბოლური მნიშვნელობა და სიმბოლიზმი იმაში გამოიხატება, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები და რამდენიმე არამოსამართლე წევრი წარმოადგენს ჩინჩალაძის რუპორებს.