საკრებულოს სხდომაზე, დამოუკიდებელი წევრის, ვატო შაქარიშვილის გამოსვლას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა მასსა და ოთარ გრიგოლიასა და ერეკლე კუხიანიძეს შორის. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვატო შაქარიშვილის მისამართით ოთარ გრიგოლიამ გარკვეული რეპლიკა გააჟღერა, რის შემდეგაც ვატო შაქარიშვილმა მას ბეიჯი მოუღერა.ოთარ გრიგოლიას ერეკლე კუხიანიძე გამოესარჩლა, რის შემდეგაც ვატო შაქარიშვილმა დარბაზში მას დეპუტატების მაგიდებთან, ცოცხი მიუტანა.