17 წლის ამერიკელი მომღერალი ბილი აილიში გრემის რეკორდსმენი გახდა. ის პირველი მუსიკოსია, რომელმაც ამ ასაკში რეკორდული რაოდენობის, 6 ნომინაცია მოიპოვა, მათ შორის ოთხი მთავარ კატეგორიებში. გრემის დაჯილდოება 2020 წლის 26 იანვარს კვლავ ლოს-ანჯელესში, სტეიპლის ცენტრის არენაზე გაიმართება.