17 წლის ბილი აილიში გრემის დაჯილდოების 6 ნომინაციაშია - ახალგაზრდა მუსიკოსი რეკორდსმენია - Palitra News

17 წლის ბილი აილიში გრემის დაჯილდოების 6 ნომინაციაშია - ახალგაზრდა მუსიკოსი რეკორდსმენია

2019-11-22 14:12:27+04:00

17 წლის ამერიკელი მომღერალი ბილი აილიში გრემის რეკორდსმენი გახდა. ის პირველი მუსიკოსია, რომელმაც ამ ასაკში რეკორდული რაოდენობის, 6 ნომინაცია მოიპოვა, მათ შორის ოთხი მთავარ კატეგორიებში. გრემის დაჯილდოება 2020 წლის 26 იანვარს კვლავ ლოს-ანჯელესში, სტეიპლის ცენტრის არენაზე გაიმართება.