ცნობილი მსახიობი კრისტენ სტიუარტი ახალ ფილმში - Seberg გამოჩნდება. სოციალურ ქსელში ფილმის ოფიციალური ტრეილერი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით ფილმი ლეგენდარული მსახიობის, ჯინ სიბერგის ცხოვრებას ასახავს პოლიტიკური თრილერის რეჟისორი ავსტრალიელი ბენედიქტ ენდრიუსია. ფილმში სტიუარტთან ერთად ენტონი მეკი, მარგარეტ კუელი და ჯეკ ო'კონელი მონაწილეობენ. ფილმის მსოფლიო პრემიერა 13 დეკემბერს გამოჩნდება.