საქართველოს წამყვანმა ინგლისურენოვანმა ტურისტულმა გზამკვლევმა და ელექტრონულმა პლატფორმამ WHERE.ge წარმატებული სამწლიანი ისტორია პარტნიორებთან და მკითხველებთან ერთად აღნიშნა.
ღონისძიების ფარგლებში, სასტუმრო Windham Grand Tbilisi-ში, ტურისტული დაჯილდოება გაიმართა. ჟურნალის რუბრიკების მიხედვით დაწესებულ 5 ნომინაციაში, მკითხველის მიერ ყველაზე ხშირად რეკომენდირებული ტურისტული ობიექტები გამოვლინდნენ. მათ შორის, ხმათა თანაბარი რაოდენობით, ნომინაციაში WHERE TO GO, დაჯილდოვდნენ: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო.
როგორც WHERE.ge-ს გამომცემელმა, გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, დღევანდელ დაჯილდოებაზე ყველაზე ხშირად დასახელებული და რეკომენდირებული ტურისტული ობიექტები დაჯილდოვდნენ