"მაინც დაგაბოქლომებთ" - ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მაჟორიტერი დეპუტატების ოლქებში მათი ბიუროს ოფისებისთვის ბოქლომების დადებას ცდილობენ. აქტივისტები უკვე იმყოფებოდნენ ოზურგეთში პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ბიუროს ოფისთან, სადაც მათ მიერ ბოქლომის დადების მცდელობას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები ასევე იმყოფებოდნენ თბილისში მიხეილ ყაველაშვილის და მამუკა მდინარაძის მაჟორიტარული ოლქების ბიუროს ოფისებთან. მათ ყაველაშვილის ბიუროს ოფისზე სტიკერები წარწერით "დალუქულია" გააკრეს.
ფიზიკური დაპირისპირება იყო მამუკა მდინარაძის მაჟორიტარული ოლქის ბიუროს ოფისთანაც. ადგილზე იმყოფებოდნენ "ევროპული საქართველოს" წევრები ირმა ნადირაშვილი და სერგო რატიანი. მაჟორიტარული ოლქების დაბოქლომებას "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერები და აქტივისტები ცდილლობდნენ ასევე რუსთავში, თელავში, ოზურგეთში, ქუთაისში, მცხეთასა და სხვა ქალაქებში.