"ევროპული საქართველოს" წევრებმა და სამოქალაქო ატივისტებმა პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის ბიუროს ოფისს ბოქლომი დაადეს.
პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ადგილზე მათ "ქართული ოცნების" აქტივისტები და პოლიცია დახვდათ, რის გამო ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. ასევე, ხმაური მოჰყვა თბილისში "ევროპული საქართველოს" წევრების და მათი მხარდამჭერების მიერ მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარული ოლქის დაბოქლომებას.
აღსანიშნავია, რომ პარტია და მათი მხარდამჭერები დღეს ბოქლომის დადებას სხვა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ოფისებზეც გეგმავენ, მათ შორის თბილისში, ზუგდიდში, გორში, მცხეთაში, ქუთაისში, თელავსა და ლაგოდეხში არსებულ მაჟორიტარულ ოლქებზე.