საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია სამთავრობო უწყებების პიკეტირების საკითხს და განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, მისი განცხადებით ბოქლებში დიდი ფანტაზია არ ჩანს, რადგან ოპოზიციას ბოქლომები მოქალაქეებზე ჰქონდათ დადებული, მისივე თქმით, მთავარია ქმედებები კანონს არ გასცდეს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს იქნება ხელისუფლებაზე წნეხი "და მათთვის პოლიტიკური ჯოჯოხეთის შექმნა".