მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართული აქცია დაპირისპირების ფონზე წარიმართა, ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას.
ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელებზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ, რის საშუალებასაც მათ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევდნენ. საბოლოოდ, ოპოზიციამ შენობის ჭიშკარის ნაცვლად, ბოქლომი ღობეს დაადო.
ამასთან, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "მონა, მონა". მათი განცხადებით, ბოქლომი დაედება ყველა უწყებას, სანამ ივანიშვილი არ მიხვდება, რომ დანაპირები უნდა შეასრულოს.