პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ეროვნულ ბანკს მოუწოდა, ფასების სტაბილურობისთვის მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდისა და ასევე ინფლაციური ზღვრის ნორმების უზრუნველსაყოფად მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობაა საჭირო. გახარიას მტკიცებით, მთავრობა ყველა აუცილებელ ნაბიჯს გადადგამს.