საერთაშორისო სარეტინგო სააგენტო Moody's 2019-2020 წლებში დიდი ოცეულის ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას 2,6%-ის ფარგლებში, ხოლო 2021 წლისთვის ზრდის ტემპის - 2,8%-მდე დაჩქარებას პროგნოზირებს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მიმოხილვაში წერია.სააგენტოს ექსპერტებს 2020-2021 წლებში გლობალური ეკონომიკის რეცესიის მოლოდინი არ აქვს. თუმცა, მათივე განცხადებით, ზრდის დაბალი ტემპები და დაბალი ინფლაცია ეკონომიკას ნეგატიური პროცესებისადმი უფრო მოწყვლადს ხდის.Moody's-მა მსოფლიო ეკონომიკისთვის საკვანძო რისკად სავაჭრო საკითხებში უთანხმოების ესკალაცია დაასახელა.