ოპოზიციის წამომადგენლებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელ ჭიშკარს კიდევ ერთი ბოქლომი დაადეს. გარდა ამისა, მათ ჭიშკარს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები შემოახვიეს.
როგორც ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, პოლიცია ვეღარ გაჭრის ჯაჭვს, რადგან ამ შემთხვევაში სახელმწიფო სიმბოლიკის - საქართველოს დროშის დაზიანება მოუწევს, რაც კანონით, დანაშაულია.