პარტია „ევროპული საქართველო“ პარლამენტის პლენარულ სხდომებს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს. ირაკლი აბესაძის განცხადებით, პარტიის გადაწყვეტილება იქამდე არ შეიცვლება, ვიდრე ხელისუფლება პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს. მისივე განცხადებით, პარტიის წარმომადგენლები პლენალურ სხდომებს არც 2020 წლის ბიუჯეტის განხილვისას და არც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებისას დაესწრებიან.