სტუდია Warner Bros.-მა მოლაპარაკე ძაღლის სკუბი-დუს შესახებ მულტფილმის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. თავის მეგობართან ერთად ძაღლი პარანორმალურ მოვლენასთან დაკავშირებულ დანაშაულს იძიებს. მულტფილმის პრემიერა 2020 წლის 15 მაისს გაიმართება.