ავსტრალიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. მასობრივ სტიქიას, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპირო რეგიონში მძვინვარებს მეოთხე ადამიანი - 58 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. განადგურდა 300-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ახალი სამხრეთ უელსის შტატში ცეცხლის 120-ზე მეტ კერას ებრძვიან. ხანძრის ჩაქრობას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უშლის ხელს. "ბიბისის" ცნობით, ხანძრის განგებ გაჩენის ბრალდებით 16 წლის ბიჭი დააკავეს.