აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს 100-მილიარდიანი სავაჭრო გარიგება შესთავაზა და "გამოსავალი", რომ გადაწყვეტილიყო სანქციების საკითხი, რომლის დაწესებასაც ვაშინგტონი ანკარას რუსული S-400-ების შეძენის გამო დაემუქრა.
Washington Post-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა ერდოღანს გასულ კვირას წერილი მისწერა, სადაც აღნიშნულ შეთავაზებებზე იყო საუბარი. შეთავაზების დეტალები ჯერ უცნობია. აღსანიშნავია, რომ ამჟამად თურქეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც იგი ტრამპს შეხვდება. სენატორთა ნაწილი, ერდოღანის აშშ-ში მიწვევას აკრიტიკებს.
"როგორი სირცხვილია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტი ერდოღანი თეთრ სახლში დაპატიჟა, მას შემდეგ რაც ერდოღანი ჩვენს მეგობრებს თავს დაესხა",- აცხადებს სენატორი ვან ჰოლენი.