ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
რიგით მეშვიდე ტექნიკურ შეხვედრაზე სოფლებს – ჩორჩანასა და წნელთან არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე ისაუბრებს. სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განმარტებით ქართული მხარე არ აპირებს სეპარატისტულ რეჟიმს პროვოკაციულ რიტორიკაში აყვეს და მოლოდ კონსტრუქციულ დიალოგს გეგმავს პრობლემების გადაჭრის მიზნით.