ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. ამ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
ჰონგ-კონიგის მოსახლოებამ მორიგი საპროტესტო აქცია ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გამართა. მათ გზის ბლოკირება ჰქონდათ ჰგადაწყვეტილი, რა დროსაც ერთ-ერთმა სამართალდამცავმა აქციის მონაწილეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის მთავრობამ პატიმართა ექსტრადირების კანონი უკან 23 ოქტომბერს გაიწვია, მოსახლეობა აქციების გამართვას მაინც აგრძელებს.
საპროტესტო აქციები მარტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურმა პეკინმა ჰონგ-კონგიდან ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე პატიმართა ექსტრადირების შესახებ კანონის მიღება გადაწყვიტა. ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ბრიტანეთის კოლონია იყო და ჩინეთს იმ პირობით გადაეცა, რომ პეკინი მის შიდა საქმეებში არ ჩაერეოდა.