აშშ-ი ერაყის მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს ძალის გამოყენება ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების მიმართ, განახორციელოს საარჩევნო რეფორმები და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.
აღსანიშნავია, რომ ერაყის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში 1 ოქტომბრიდან მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები იმართება. მოსახლეობა ეკონომიკურ მდგომარეობას, უმუშვერობის მაღალ დონეს და მთავრობის უმოქმედობას აპორტესტებს.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამოსწორების მიზნით, ერაყის ლიდერები შეთანხმდნენ საარჩევნო რეფომრის გახორციელებაზე, რაც ახალგაზრდებს პოლიტიკაში მონაწილეობის უფრო მეტ შესაძლებლობას მიცემს და რაც იმ პოლიტიკური ელიტების დომინანტობას დაასრულებს, რომლებიც 2003 ეწლიდან სახელმწიფო ინსტიტუტების სათავეში არიან.