სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი აცხადებს, რომ 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ღია იქნება ყველასთვის, ვისაც კენჭისყრის სურვილი ექნება. ამის შესახებ ასადმა რუსულ ტელეკომპანია "რაშა თუდეისთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, მომავალი პრეზიდენტი უამრავი გამოწვევის წინაშე იქნება.
"ბოლოს არჩევნებში კენჭს სამი ადამიანი ვიყრიდით. ამჯერად კი ჩვენ ვაპირებთ, რომ გვყვადეს, რაც შეიძლება მეტი კანდიდატი", - განაცხადა ბაშარ ალ-ასადმა.
შეგახსენებთ, ასადი სირიის პრეზიდენტის პოსტს 2000 წლიდან იკავებს. მის წინააღმდეგ 2011 წელს დაწყებული ანტისამთავრობო აქციები მოგვიანებით სამოქალაქო ომში გადაიზარდა. თუმცა, ასადმა თანამდებობის დატოვებაზე უარი თქვა.