სტამბოლში მოგზაურობისას ტურისტებს თევზის სენდვიჩების ნავებზე ყიდვა და ქუჩაში დაგემოვნება აღარ შეეძლებათ. ამის შესახებ სტატიას The Guardians ავრცელებს.
ახალი რეგულაციების მიხედვით, სტამბოლის სანაპიროებთან არსებული ბოლო 3 ნავის მეპატრონე, რომელიც სენდვიჩებს ყიდდნენ, იძულებული გახდნენ საქმიანობა შეეწყვიტათ.
ოქტომბერში თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 1-ლი ნოემბრიდან თევზის სენდვიჩების გაყიდვა აიკრძალა. ამის მიზეზად ნავების მფლობელების მხრიდან ჰიგიენური ნორმების დაუცველობა და არარეგულირებადი ვაჭრობა სახელდება.