ავსტრალიაში ტყის ხანძარი ძლიერდება, ხელისუფლებამ ქუინსლენდისა და ახალი სამხრეთ უელსის შტატებში შვიდ დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა,- ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მოსახლეობას, რომელიც სტიქიის ზონაში ცხოვრობს, ხელისუფლებამ ევაკუაციისკენ მოუწოდა, ვინაიდან ხანძრისგან "კატასტროფული" შედეგებია მოსალოდნელი. კანონმდელების განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით მეხანძრეებს სამთავრობო რესურსების კონტროლის, ევაკუაციის განხორციელების, გზების ჩაკეტვისა და სხვადასხვა დაწესებულების დახურვის მეტი შესაძლებლობა და უფლება ეძლევათ.
შეგახსენებთ, ავსტრალიაში, ქუინსლენდისა და ახალი სამხრეთ უელსის შტატებში, რამდენიმე დღეა უპრეცენდენტო რაოდენობის ტყის ხანძრებს ებრძვიან. ამ დროისთვის დაღუპულია 3 ადამიანი და განადგურებულია 150-მდე საცხოვრებელი სახლი. სტიქიასთან ბრძოლას მაღალი ტემპერატურა და ქარი ართულებს.