სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან სიტუაციის გამწვავება სრულებით მიუღებელია. ასევე, მიუღებელია სამხრეთ ოსეთის მხრიდან არასწორი ფაქტების გავრცელება, რაც მხოლოდ ამწვავებს სიტუაციას, - ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, როგორც ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო წარმოადგენლობა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვითარების სტაბილიზაციისათვის.
ევროკავშირის მისიაში აღნიშნავენ რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან ევროკავშირის მისიის მუშაობის შეჩერებისა და მანდატის შეზღუდვის მცდელობები სავალალოა და უნდა შეწყდეს.
"ევროკავშირი ბოლომდე ერთგულია საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხისადმი და კიდევ ერთხელ გამოხატავს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას", - აღნიშნულია დოკუმენტში.