კინოთეატრ „ამირანთან“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების მოწინააღმდეგეები აქციას დღესაც გამართავენ. მათი თქმით, ისინი 18:00 საათზე კინოთეატრ „ამირანთან" შეიკრიბებიან.ამასთან, როგორც დეკანოზმა დავით ისაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სიცრუეა, რომ ფილმის პრემიერას ბევრი ხალხი ესწრებოდა და რომ ყველა ბილეთი გაიყიდა. დეკანოზი მიიჩნევს, რომ პროტესტმა შედეგი გამოიღო და მიზანს მიაღწიეს". უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა. სწორედ პოლიციის მეშვეობით ტოვებდნენ კინოთეატრის შენობას კინოსეანსიდან გამოსული მოქალაქეები.შეგახსენებთ, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენებები საქართველოს კონოთეატრებში 8 ნოემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდება.