ლევან ვასაძის მხარდამჭერები ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების გასაპროტესტებლად ბათუმში -17:00 საათზე შეიკრიბებიან.
როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა და თანამოაზრე, კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, მათი პროტესტის მთავარი მიზანია, რომ ფილმის ჩვენება არ შედგეს. მისივე განმარტებით, მათი მხარდამჭერები დასავლეთ საქართველოდან, ბათუმში დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.
რაც შეეხება პროსტესტის გამოხატვის ფორმას, მორგოშიას თქმით, ფორმა ის იქნება, რასაც სიტუაცია მოიტანს ტუმცა ასევე აღნიშნავს რომ კომბლები არ ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება.