დედოფლისწყაროში 61 წლის ქალის მკვლელობის მიზეზად ახლობლები და მეზობლები ყაჩაღობას განიხილავენ.
მოკლული თამარ სეფიაშვილის მეზობლები აცხადებენ, რომ 61 წლის ქალს, საკუთარ სახლში, წებოვანი ლენტით ხელები ჰქონდა შეკრული და სკამზე იყო დაბმული. მათივე ინფორმაციით, ოთახები არეული იყო, ხოლო ფანჯრის მინები ჩამსხვრეული. აღნიშნულ ვერსიას განიხილავენ მოკლული ქალის ოჯახის წევრებიც, თუმცა რა არის სახლიდან წაღებული, კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ.
61 წლის ქალს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის გურჯაანის საექსპერტო ბიუროში ჩაუტარდა.
ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.