2020 წლის მარტიდან, ავიაკომპანია Etihad Airways-ი აბუ-დაბი-თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელებას იწყებს.
ზაფხულის სეზონზე პირდაპირი რეისები ყოველდღიურად, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
ცნობისთვის, Etihad Airways 2003 წელს დაფუძნდა. ხოლო დღეისთვის არაბთა გაერთიანებული საამიროების რიგით მეორე უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელიც ფრენებს 400 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს.