რესპუბლიკის მოედანსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან "გირჩის" მიერ დაფუძნებული კომპანიის "შმაქსის" მძღლოებმა და პარტიის ლიდერებმა აქცია გამართეს.
როგორც "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "შმაქსი" საგანმანათლეო საქმიანონას ეწევა, აქედან გამომდინარე, მათი მოთხოვნაა, რომ შეწყდეს "შმაქსიზე" ნადირობა", გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც პოლიციამ 1-ლი ოქტომბრიდან მძღოლებს გამოუწერა და ასევე შეჩერდეს "ტაქსების რეფორმა", რომელმაც ჯაფარიძის თქმით, "ეს ყველაფერი გამოიწვია".