საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საპატრიარქოს გარშემო ატეხილ სკანდალზე ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით ბოლო დღეებში ვიხილეთ თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და მის ლიდერზე, მისივე თქმით საბედნიეროდ, ასეთ გამოწვევაზე საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ დაადასტურა მისი მოწიფულობა და უნარი ასეთ მანიპულაციებს არ დაექვემდებაროს.