"ევროპული საქართველო" პრეზიდენტის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ სკანდალურ შეწყალებებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. საკითხი სერგი კაპანაზემ ბიუროს სხდომაზე დააყენა. საკითხის განხილვას კამათი მოჰყვა.
როგორც პარტიაში აცხადებენ, შეწყალებებში იკვეთება დანაშაულის ნიშნები, რაზეც აუცილებელია გამოძიება ჩატარდეს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნავენ, რომ თუ უმრავლესობა უარს იტყვის კომისიის შექმნაზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე დაიწყება მუშაობა.