ესპანეთის ლიგა ენდესას მე-7 ტურში თორნიკე შენგელიას ბასკონია სახლში მადრიდის რეალს დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა პირველი ტაიმი 13 ქულით წააგეს შემდეგ დაქაჩვა შეძლეს, თუმცა საბოლოოდ გაბრიელ დეკმა გადამწყვეტი სროლა გამოიყენა და რეალს 91-89 მოაგებინა. შენგელიამ 32 წუთში 20 ქულა 7 მოხსნა 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. "ბასკონია" 3 მოგებით მე-9 ადგილზეა და 10 ნოემბერს გასვლაზე აუტსაიდერ "მონბუსს" შეხვდება.