ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი სათამაშო დღე გაიმართა, სადაც ახალგაზრდა ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძეს ინდიანა პეისერსმა სახლში ჩიკაგო ბულსი მიიღო და დამაჯერებელი ანგარიშით 108-95 მოუგო.მაილს ტერნერისა და დომანტას საბონისის ტრავმის გამო გოგა პარკეტზე სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და საკმაოდ კარგი მატჩიც ჩაატარა. ქართველმა პარკეტზე 19 წუთი გაატარა და ჯარიმებით რომ არ დატვირთულიყო კიდევ უფრო მეტს ითამაშებდა. ჯამში ბითაძემ 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება მოაგროვა. ინდიანა 3 მოგებით და 3 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მეექვსე ადგილზე იმყოფება და შემდეგ ტურში სტუმრად შარლოტ ჰორნეტსს დაუპირისპირდება.