სექტემბერში, ვადაგადაცილებული სესხები 2 მილიონ 500 ათასი ლარით გაიზარდა და 494 მილიონ 600 ათას ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.სებ-ის ცნობით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 43.3 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55 პროცენტს გაუტოლდა.