ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ბათუმში, თურქეთის კონსულთან შეხვედრის მოთხოვნით საკონსულოსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები განმარტებას მოითხოვენ თუ რატომ არის მინდია ლავასოღლი დაკავებული 1 წლის განმავლობაში. მათივე თქმით, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს რადგან მას არც ბრალი აქავს წარდგენილი და არც სასჯელი აქვს მისჯილი.
როგორც ოჯახის წევრები აღნიშნავენ, ლავასოღლი თურქეთის საპატიმროში მძიმე მდგომარეობაში და გაურკვეველ სიტუაციაში იმყოფება