ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარე დევნილების საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი რომელიც ამ დროისთვის სტაციონარში იმყოფება. მათივე თქმით აფეთქების შედეგად ჩამსხვრეულია საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრები.
მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.