რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ქუთაისის ტორპედოს გამოსყიდვის სურვილი გერმანელ ინვესტორებს ჰქონდათ, რაც სიმართლე აღმოჩნდა და ეს ინვესტორები, ფრანკფურტის აინტრაახტის აქციონერებს წარმოადგენენ. მათ კლუბის გამოსასყიდად თავიანთი პირობები აქვთ: პირველი რიგში სურთ სტადიონი და საფეხბურთო ბაზა, რაც მათ საკუთრებაში უნდა გადავიდეს, ასევე კლუბის იჯარა მინიმუმ 20 წელი და ასევე ქუთაისური კლუბის მაისურით აინტრაქხტის აკადემიის და სკოლის აღზრდილებმა უნდა ითამაშონ.